ევროპის უნივერსიტეტის სამართლებრივი დახმარების ცენტრმა, იუსტიციის სამინისტროში, თბილისის მერიაში და თბილისის საქალაქო სასამართლოში საინფორმაციო ბროშურები დაარიგა.
აქტივობის მიზანია, ცენტრის მომსახურების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება.
სამართლებრივი დახმარების ცენტრი, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მაღალკვალიფიცირებულ და უსასყიდლო იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს:
- იურიდიული კონსულტაციის გაწევა
- იურიდიული დოკუმენტების შედგენა
- კომპანიის დაფუძნება და სარეგისტრაციო დოკუმენტების მომზადება
- ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში წარმომადგენლობა
- საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის გამოთხოვა
- ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული იურიდიული საკითხების მოწესრიგება
- ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებასთან დაკავშირებული იურიდიული საკითხების მოწესრიგება
- სისხლის სამართლის საქმეში, დაზარალებული მხარისათვის საჩივრის დაწერა, მისი პროკურატურაში წარდგენის მიზნით
- ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმებისას მოლაპარაკებაში ჩართვა და მხარის პოზიციების დაცვა
და სხვა ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ განეკუთვნება სამართლებრივ დახმარებას.
დაინტერესებულ პირებს, იურიდიულ მომსახურებას გაუწევენ უნივერსიტეტის სამართლის სპეციალობის სტუდენტები, შესაბამისი დარგის წამყვანი სპეციალისტების დახმარებით.