ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი მეხუთე სამეცნიერო-საფაკულტეტო კონფერენციებისთვის რეგისტრაციას აცხადებს.
ღონისძიების მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებში კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას. საკონფერენციო ნაშრომის თემას თითოეული სტუდენტი დამოუკიდებლად შეარჩევს, შემდეგ კი შესაბამისი სალექციო კურსის ხელმძღვანელთან გაივლის კონსულტაციას.
კონფერენციის ფარგლებში იქნება შემდეგი სექციები:
- ბიზნესი და ეკონომიკა;
- ტურიზმი;
- ინფორმაციული ტექნოლოგიები.
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი. სექციის მიხედვით გამოვლინდება ხუთი საუკეთესო ნაშრომი, რომლის ავტორი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის დასკვნით ნაწილში და სერტიფიკატთან ერთად გადაეცემა პრიზი.
კონფერენციაში მონაწილეობისთვის სტატიის გაფორმების წესი
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სტატიების ელექტრონული ვერსიებიშემდეგი წესების დაცვით:
- ნაშრომი და რეზიუმე წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატით. ველი: ზედა- 2,0 სმ. ქვედა – 2,0 სმ. მარცხენა – 3,0 სმ, მარჯვენა 1,5 სმ.
- შრიფტი Sylfaen ქართული ტექსტისთვის და Time New Roman ინგლისური ტექსტისთვის; (სტილი Normal, შრიფტის ზომა 12).
- სტრიქონებს შორის ინტერვალი 1,5.
- სახატები, გრაფიკები, სქემები და ა.შ – ფორმატში TIFF 300dpi, 600dpi.
- ფორმულები აიკრიფოს ფორმულების რედაქტორში Microsoft equation.
- სტატიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 8 გვერდს;
- სტატია გაფორმებული უნდა იყოს APA-ს სტილში.
რეზიუმე
- კეთდება ქართულ და ინგლისურ ენაზე, ინგლისურენოვან თემაში მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
- რეზიუმე მოკლედ და ზუსტად უნადა ასახავდეს თემის ძირითად შინაარსსა და შედეგებს.
- სიტყვათა რაოდენობა 80- 120.
კონფერენციის მონაწილეები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმებით
- დარგობრივი ცოდნა
- თანამედროვე (უცხოური და ქართული )ლიტერატურის გამოყენება
- არგუმენტაციის უნარი
- ნაშრომის აგების სტანდარტის დაცვა
- დისკუსია / დებატებში ჩართულობა
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული დაინგლისური.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ნაშრომები პლაგიატზე შემოწმდება ელექტრონული პროგრამის TURNITIN – ის მეშვეობით!
მნიშვნელოვანი თარიღები
- 27 მაისი – სტატიის (არაუმეტეს 8 გვერდისა) გადმოგზავნის ბოლო ვადა.
- 01 ივნისი – საფაკულტეტო კონფერენციის ჩატარების თარიღი.
- 15 ივნისი – საუნივესიტეტო კონფერენციის ჩატარების თარიღი.
მაქსიმალური შეფასება : 50 ქულა.
შეფასების კრიტერიუმები:
დარგობრივი ცოდნა – 10 ქულა
თანამედროვე (უცხოური და ქართული )ლიტერატურის გამოყენება – 10 ქულა
არგუმენტაციის უნარი – 10 ქულა
ნაშრომის აგების სტანდარტის დაცვა – 5 ქულა
დისკუსია / დებატებში ჩართულობა – 15 ქულა
საუკეთეოს ნაშრომების ავტორები (რომელბსაც მიენიჭება 41 და მეტი ქულა) მიწვეულ იქნებიან ევროპის უნივერსიტეტის მიერ გამართულ მეხუთე სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციაზე. ასევე თუ ნაშრომი დააკმაყოფილებს ამავე კონფერენციის შეფასების კრიტერიუმებს, დაიბეჭდება უნივერსიტეტის გამოცემაში – სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომები 2019.
სტუდენტის მიერ შერჩეული თემის სათაურის შესაბამისად, ნაშრომები უნდა გადააგზავნოთ შესაბამის ფაკულტეტებთან (ორივე ელ-მისამართზე)
ბიზნესი და ტექნოლოგიები
ელ-ფოსტა: studentconference@eu.edu.ge; nkevkhishvili@esu.edu.ge