ხარისხის სამსახურის სიახლეები

ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის შეხვედრა აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან შეფასების განახლებული სისტემის გაცნობასთან დაკავშირებით

khariskhis-uzrunvelqopis-departamentis-shekhvedra-akademiur-da-mocveul-personaltan

2019 წლის 8 მაისს ევროპის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტმა საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში ჩართული აკადემიური და მოწვეული პერსონალის შეფასების განახლებული სისტემის გაცნობის მიზნით გამართა შეხვედრა  ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან.

განახლებული შეფასების სისტემა გულისხმობს აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი და აკადემიური საქმიანობის, ხოლო მოწვეული პერსონალის აკადემიური საქმიანობის შეფასებას. შეფასების პროცესში ჩართულია სტუდენტები, ფაკულტეტის დეკანი, პრორგამის ხელმძღვანელი, სასწავლო პროცესის მენეჯერები და საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიური და მოწვეული პერსონალი.

შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაანალიზდა შეფასების კომპონენტები და ინდიკატორები და შეფასების პროცედურები.

შეფასების განახლებული სისტემის მიხედვით აკადემიური და მოწვეული პერსონალის შეფასება განხორციელდება 2018-2019 აკადმიური წლის ბოლოს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *