ორშაბათს, 2019 წლის 6 მაისს გაიმართა საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა ჩახვაძის შეხვედრა ინფორმატიკის პროგრამის სტუდენტებთან.
შეხვედრაზე სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია არსებული გაცვლითი პროგრამების შესახებ ორმხრივი ხელშეკრულებებისა და ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში. დამატებით, საუნივერსიტეტო გრანტის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტი ყოველწლიურად სთავაზობს საკუთარ სტუდენტებს ერთსემესტრიან და მოკლევადიან გაცვლით პროგრამებს პარტნიორ უნივერსიტეტებში (5000 ლარი სემესტრულად, მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამის შემთხვევაში – მიზნობრივად).
შეხვედრაზე საუბარი იყო პროგრამირების კუთხით მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან ორგანიზაციასთან, პროგრამირების ასოციაციასთან (ACM) გაწევრიანების კუთხით მიმდინარე მოლაპარაკებებზე. აღნიშნული ორგანიზაცია კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით, მრავალ ღონისძიებას აწყობს საკუთარი წევრებისთვის.
სამსახური მომავალშიც გეგმავს სტუდენტებთან შეხვედრას. უფრო დაწვრილებით, მიმდინარე აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სიახლეების ბლოგიდან: internationalgazette.wordpress.com.