ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას.
სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება 1 ივნისს 10 საათზე, ევროპის უნივერსიტეტში, ოთახი – 506 (გურამიშვილის 76, თბილისი, საქართველო). კონფერენციაზე დაიშვებიან სხვა უნივერსიტეტის, ამავე ფაკულტეტის სტუდენტებიც.
საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე მყოფ ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია მიიღოს მონაწილება ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში.
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი, საუკეთესო სტატიის ავტორები კი ავტომატურად მონაწილეობას მიიღებენ ევროპის უნივერსიტეტის მიერ გამართულ მეხუთე სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციაში, სადაც სერთიფიკატთან ერთად გადაეცემათ ჯილდოები.
მეხუთე სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას აფინანსებს ევროპის უნივერსიტეტი. ამრიგად მონაწილეებს არ ექნებათ გადასახდელი საკონფერენციო მოსაკრებელი (დატალები იხილეთ საიტზე www.eu.edu.ge)
კონფერენცია არ შემოიფარგლება წინასწარ განსაზღვრული რომელიმე თემის ირგვლივ შექმნილი ნაშრომების მიღებით, შესაბამისად კონფერენციაში მონაწილეობის მსურველ პირებს, სამეცნიერო ხელმძღვანელებთან ერთად სრული თავისუფლება აქვთ საკვლევი თემის არჩევის თვალსაზრისით.
სამეცნიერო ნაშრომის წერილობითი ფორმით წარდგენა ფაკულტეტზე უნდა მოხდეს 8 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით.
კონფერენციაზე ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი აკადემიური სტანდარტების დაცვით (წარმოდგენილი ნაშრომები პლაგიატზე შემოწმდება პროგრამა TURNITIN-ით).
საკონფერენციო ნაშრომის შესრულების აკადემიური სტანდარტი:
სტატია (3 – 5 გვერდი), ელ-ვერსია;
სათაური (Sylfaen =14/B);
ავტორები და უნივერსიტეტის დასახელება (Sylfaen =12);
ავტორთა ელ-მისამართები;
აბსტრაქტი სტატიის ენაზე, საკვანძო სიტყვები;
1. შესავალი. 2. ძირითადი ნაწილი. 3. დასკვნა, 4. ლიტერატურა (ინგლისურ ენაზე, ორიგინალის ენის მითითებით: in_Geo)
რეზიუმე ინგლისურ ენაზე (150 სიტყვა)
ტექნიკური მოთხოვნები: MS Word, A4-ფორმატი. არეები 2,5 სმ., ქართული ტექსტი Sylfaen =11, სტრიქონშორისი =1.15), ინგლისური TimesNewRoman =11. გრაფიკული მასალა JPG, GIF ან BMP ფაილები
საკონფერენციო დოკუმენტები მიიღება ელექტრონული ფოსტით:
კონფერენციის მიმდინარეობა
კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომების შეფასება, მოხდება წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე, დარგის ექსპერტების მიერ.
ნაშრომები მიიღება, როგორც სამართლის, ისე ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებების (განათლება, ფსიქოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები) მიმართულებებით.
მაქსიმალური შეფასება, რომელიც შეიძლება დაგროვილ იქნას წარმოდგენილ ნაშრომში არის 50 ქულა.
შეფასების კრიტერიუმები:
1. გამოყებული წყაროების აკადემიური ეთიკის სტანტარტების დაცვით მითითება – 5 ქულა;
2. ნაშრომის აგების სტანდარტის დაცვა – 5ქულა;
3. კვლევითი თემის/საკითხის აქტუალობა, კვლევის სიახლე და ინოვაციურობა, პრობლემის ფორმულირება – 10 ქულა;
4. კვლევის მიზნები და ამოცანები – 10 ქულა;
5. კვლევის მეთოდოლოგია – 10 ქულა;
6. დასკვნა. კვლევის შედეგების სამეცნიერო ღირებულება და/ან კვლევის შედეგების პოტენციური პრაქტიკული გამოყენებადობა – 10 ქულა.
საუკეთეოს ნაშრომების ავტორები (რომელბსაც მიენიჭება 41 და მეტი ქულა) მიწვეულ იქნებიან ევროპის უნივერსიტეტის მიერ გამართულ მეხუთე სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციაზე. ასევე თუ ნაშრომი დააკმაყოფილებს ამავე კონფერენციის შეფასების კრიტერიუმებს, დაიბეჭდება უნივერსიტეტის გამოცემაში – სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომები 2019.