სხვა სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს მეხუთე საერთაშორისო სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას

evropis-universiteti-atskhadebs-mekhute-saertashoriso-studentur-sametsniero-konperentsias

ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ყოველწლიურ საერთაშორისო სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც ჩატარდება ხუთ ეტაპად.

სამეცნიერო კონფერენცია ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსში ჩატარდება.

საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე მყოფ ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილება!

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი, საუკეთესო სტატიის ავტორებს კი სერთიფიკატთან ერთად გადაეცემა ჯილდოები!

მეხუთე სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას აფინანსებს ევროპის  უნივერსიტეტი, ამრიგად მონაწილეებს არ ექნებათ გადასახდელი საკონფერენციო მოსაკრებელი.

I ეტაპი – 7-11 მაისი – განაცხადის შეტანა კონფერენციაში მონაწილების თაობაზე, სადაც მიეთითება სტუდენტის სამეცნიერო ნაშრომის სათაური და მეცნიერ ხელმძღვანელის სახელი და გვარი.  განმცხადებლის რეგისტრაციის ფორმა

შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ თქვენი მეილით ვერ ახერხებთ რეგისტრაციას, შეგიძლიათ განაცხადი გადმოაგზავნოთ მითითებულ ელ.ფოსტაზე – studentconference@eu.edu.ge

II ეტაპი – 11-21 მაისი – თემის (ნაშრომის) ხელმძღვანელის მიერ დამოწმებული მიზანშეწონილობის წერილი  და ნაშრომის მოკლე ანოტაცია შედგენილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

III ეტაპი – 23 მაისი – მასტერკლასი უკვე დარეგისტრირებული სტუდენტებისთვის თემაზე: როგორ მოვამზადოთ სამეცნიერო ნაშრომი (მონაწილეობა ნებაყოფლობითია).

IV ეტაპი – 4 ივნისი – დასრულებული სამეცნიერო ნაშრომის წერილობითი ფორმით წარდგენა საორგანიზაციო კომიტეტთან (ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საფაკულტეტო სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში საუკეთესოდ გამოვლენილი ნაშრომების მიღება).

V ეტაპი – 15 ივნისი – კონფერენციის გამართვა, სამეცნიერო ნაშრომების საჯარო წარდგენა,   გამარჯვებული ნაშრომების გამოვლენა და დაჯილდოება.

კონფერენცია არ შემოიფარგლება წინასწარ განსაზღვრული რომელიმე თემის ირგვლივ შექმნილი ნაშრომების მიღებით, შესაბამისად კონფერენციაში მონაწილეობის მსურველ პირებს, სამეცნიერო ხელმძღვანელებთან ერთად  სრული თავისუფლება აქვთ საკვლევი თემის არჩევის თვალსაზრისით.

კონფერენციაზე ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი აკადემიური სტანდარტების დაცვით (წარმოდგენილი ნაშრომები პლაგიატზე შემოწმდება პროგრამა TURNITIN-ით).

კონფერენციის მიმდინარეობა

კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომების შეფასება, მოხდება წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე, დარგის ექსპერტების მიერ.

იმუშავებს 3 სექცია:

  1. ჯანმრთელობის დაცვისა და მედიცინის
  2. ტურიზმის, ბიზნესის, ეკონომიკისა და IT ტექნოლოგიების
  3. სამართლის, ჰუმანიტარულ  და სოციალური მეცნიერებების (განათლება, ფსიქოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები).

მაქსიმალური შეფასება, რომელიც შეიძლება დაგროვილ იქნას არის 40 ქულა.

შეფასების კრიტერიუმები:

  1. კვლევითი თემის/საკითხის აქტუალობა, კვლევის სიახლე და ინოვაციურობა, პრობლემის ფორმულირება – 10 ქულა
  2. კვლევის მიზნები და ამოცანები – 10 ქულა
  3. კვლევის მეთოდოლოგია – 10 ქულა
  4. დასკვნა. კვლევის შედეგების სამეცნიერო ღირებულება და/ან კვლევის შედეგების პოტენციური პრაქტიკული გამოყენებადობა  – 10 ქულა

ნაშრომები, რომელბსაც მიენიჭება 31 და მეტი ქულა დაიბეჭდება უნივერსიტეტის გამოცემაში – სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომები 2019.

საკონფერენციო ნაშრომები მიიღება 4 ივნისამდე.

საკონფერენციო ნაშრომის შესრულების სტანდარტი:

სტატია (3 – 5 გვერდი), ელ-ვერსია
სათაური (Sylfaen =14/B)
ავტორები და უნივერსიტეტის დასახელება (Sylfaen =12)
ავტორთა ელ-მისამართები,
აბსტრაქტი სტატიის ენაზე, საკვანძო სიტყვები
1. შესავალი. 2. ძირითადი ნაწილი. 3. დასკვნა, 4. ლიტერატურა (ინგლისურ ენაზე, ორიგინალის ენის მითითებით: in_Geo)
რეზიუმე  ინგლისურ ენაზე (150 სიტყვა)

ტექნიკური მოთხოვნები: MS Word, A4-ფორმატი. არეები 2,5 სმ., ქართული ტექსტი Sylfaen =11, სტრიქონშორისი =1.15), ინგლისური TimesNewRoman =11. გრაფიკული მასალა JPG, GIF ან BMP ფაილები

საკონფერენციო დოკუმენტები მიიღება ელექტრონული ფოსტით:
studentconference@eu.edu.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *