2019 წლის 6 მაისს, ევროპის უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია “ეჯაილი HR პროფესიონალებისთვის”, საქართველოს პროექტების მართვის ასოციაციისა (IPMA Georgia) და ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით.
ლექციაზე ინტერაქტიულ რეჟიმში განხილული იყო შემდეგი თემები:
- HR გამოწვევები და რა უნდა იცოდნენ HR პროფესიონალებმა ეჯაილის შესახებ.
- თამაში – სქრამის სიმულაცია.
- კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა დისკუსია HR ტრენდებისა და გამოწვევების შესახებ.
ლექცია ჩაატარა ლატვიელმა სპიკერმა – ვლაძიმირს ივანოვსმა, რომელსაც გააჩნია 30 წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილება IT პროექტებსი მართვაში. ეჯაილ კოუჩინგსა და ეჯაილ ტრანსფორმაციაში და ტრენინგების ჩატარებაში ამ მიმართილებით, 2012 წლიდან კი კითხულობს ლექციებს RISEBA-ში. ამჟამად მუშაობს British Petroleum-ში როგორც ეჯაილ ქოუჩი (საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქეთში) და არის კომპანიის AgileTransformer.com თანადამფუძნებელი და დირექტორი. ვლადიმირი არის არაერთი საერთაშორისო პროფესიული სერტიფიკატის მფლობელი, მათ შორის: Certified Agile Leadership I – CAL1, Certified Scrum Product Owner (CSPO), ITIL v3 EXPERT.
ლექციას ესწრებოდა 30-ზე მეტი HR პროფესიონალი.
IPMA Georgia შესახებ: www.gpma.ge; FB.com: GeorgiaPMA
ევროპის უნივერსიტეტის შესახებ: www.EU.edu.ge
ლექტორის შესახებ: https://www.linkedin.com/in/vivanov/