ევროპის უნივერსიტეტში მოქმედებს დოკუმენტი – „პლაგიატის აღმოჩენის, თავიდან აცილების, პლაგიატის შემთხვევაზე რეაგირების პროცედურები და მექანიზმები“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტში სამეცნიერო და აკადემიური საქმიანობის ეფექტიანი განხორციელებისთვის შინაგანი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას, მაღალი აკადემიური სტანდარტების დანერგვისათვის ქცევის ნორმების რეგულირებასა და პასუხისმგებლობის ფორმების დამკვიდრებას. დოკუმენტის მოთხოვნები ვრცელდება უნივერსიტეტში დასაქმებულ აკადემიურ, მოწვეულ და სამეცნიერო პერსონალზე, ასევე უნივერსიტეტის სტუდენტებზე და უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციებში და გამოცემებში ჩართულ პირებზე. ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრმა, პირველ და ოთხ მაისს ტრენინგი ჩაატარა შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: · აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების არსი; · პროგრამა Turnitin-ის მუშაობის სპეციფიკა; · ნაშრომების შემოწმების პროცესის მართვა; · მსგავსების მაჩვენებელი და მისი ინტერპრეტაცია; · უკუკავშირის მიწოდება Turnitin-ის გამოყენებით. ტრენინგს უძღვებოდა ილიას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე – გიგა ხოსიტაშვილი.
ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრმა, პლაგიატთან ბრძოლის პროგრამა – Turnitin-ის მუშაობის სპეციფიკასთან დაკავშირებით ტრენინგი ჩაატარა
04
May