2019 წლის 26-27 აპრილს, ევროპის უნივერსიტეტთან არსებული ენებისა და კულტურის ცენტრის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ოქსბრიჯის აკადემიის საერთაშორისო სემინარში, რომელსაც ცხრა ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. სემინარს უძღვებოდნენ ლონდონის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან საერთაშორისო ტრენერების საუკეთესო ათეულის წევრები – პოლ ჰარვეი და ენდრიუ ვოლქლი. ევროპის უნვერსიტეტის პრეზენტაციას უძღვებოდნენ ევროპის უნივესრიტეტის ენებისა და კულტურის ცენტრის დირექტორი ქალბატონი ფიქრია თორია და მისი თანაგუნდელები ნათია გაბედავა და გიორგი ლოთიშვილი. სემინარის დასასრულს, სტუდენტებს საერთაშორისო სერთიფიკატები გადაეცათ, ხოლო ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას უნივერსიტეტშივე წარმოებული ღვინო დააგემოვნებინეს, რამაც დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. 27 აპრილს ევროპის უნივერსიტეტის ენებისა და კლუტურის ცენტრსა და SR Learning and Teaching-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში უამრავი საინტერესო ერთობლოვი პროექტის განხორციელება იგეგმება.
ევროპის უნივესრიტეტი ოქსბრიჯის აკადემიის საერთაშორისო სემინარზე ბაქოში
02
May