22 აპრილს, ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის კორპუსში, სპეციალურად უცხოელი სტუდენტებისთვის გაიმართა მასტერკლასი თემაზე: როგორ მოვამზადოთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი.
მასტერკლასი ჩაატარა ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა HR-მა, ევროპის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსმა თეონა ბაბუნაშვილმა.
მასტერკლასზე დამსწრე უცხოელმა სტუდენტებმა გაიღრმავეს კარიერული კომპეტენციები, მიიღეს ინფორმაცია სამოტივაციო წერილსა და რეზიუმეში დასასმელი მთავარი აქცენტების შესახებ და აითვისეს სასარგებლო ტექნიკები აღნიშნული დოკუმენტების მოსამზადებლად.