“ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამაზე 2023-2024 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრის ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტი ლანა მაღალდაძე რამაზ ლომინაძის სახელობის ფონდის სტიპენდიას მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ “ევროპის უნივერსიტეტის” პარტნიორი ორგანიზაციის “რამაზ ლომინაძის სახელობის ფონდის“ მიერ ყოველსემესტრულად, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების ერთ სტუდენტს სტიპენდია ენიშნება.
“ევროპის უნივერსიტეტი” მადლობას უხდის “რამაზ ლომინაძის სახელობის ფონდს” სტუდენტების ფინანსური წახალისებისთვის და ულოცავს ლანა მაღალდაძეს წარმატებას.