სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის სიახლეები

საერთაშორისო კონფერენციაზე „განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია“ – ICETI 2024 აბსტრაქტების მიღება დაიწყო

ევროპის უნივერსიტეტისა და ქუთაისის უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2024 წლის 16 დეკემბერს მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია „განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია“ICETI 2024 გაიმართება.

კონფერენციის მიზანია განათლების პროფესიონალების, მკვლევრების, ექსპერტების და პოლიტიკის შემქმნელებისთვის საერთო პლატფორმის შეთავაზება, სადაც ისინი შეძლებენ იდეების გაზიარებას სწავლა-სწავლების საუკეთესო პრაქტიკების შესახებ და, ამ გზით, ხელს შეუწყობენ სწავლა-სწავლების არსებული სტრატეგიების გაუმჯობესებასა და განვითარებას როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების საფეხურზე.

კონფერენცია ჩატარდება ონლაინ (ZOOM-ის საშუალებით).

კონფერენციაზე მონაწილეობა და დასწრება უფასოა.

კონფერენციის თემატიკა:

  • სწავლებისა და სწავლის ინოვაციური მეთოდები;
  • სტუდენტებისა და მასწავლებლების შეფასების ინოვაციური მეთოდები;
  • ტექნოლოგიური მიღწევები უმაღლეს განათლებაში;
  • ელექტრონული სწავლება-სწავლება;
  • ცოდნის შეძენა, ვიზუალიზაცია, მართვა.

აბსტრაქტის გამოგზავნის ბოლო ვადა: 20 ნოემბერი, 2024.
აბსტრაქტების ბრმა რეცენზირების შედეგების მონაწილეებთან გაგზავნის თარიღი: 5 დეკემბერი, 2024.
დამსწრეთა რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 დეკემბერი, 2024.

კონფერენციის ოფიციალური ენებია ქართული და ინგლისური. ყველა რეზიუმე და პრეზენტაცია უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

კონფერენციაზე მომხსენებლად ან მსმენელად დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კონფერენციის ვებგვერდზე: https://iceti.eu.edu.ge/

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: iceti@eu.edu.ge.

გისურვებთ წარმატებებს!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *