ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სიახლეები, სხვა სიახლეები

მიღება „ევროპის უნივერსიტეტის“ სამაგისტრო პროგრამებზე

მიღება სამაგისტრო პროგრამაზე

„ევროპის უნივერსიტეტი“ აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე.

საბუთების მიღება 14 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს. აპლიკანტებმა შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ადმინისტრაციული  კორპუსის  პირველ  სართულზე (მისამართი: გურამიშვილის გამზირი 76)  ოთახი  №103, ორშაბათიდან – შაბათის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შესვენება – 14:00 – 15:00 საათი).

„ევროპის უნივერსიტეტში“ საბუთების მიღება განხორციელდება შემდეგ პროგრამებზე:

  • მენეჯმენტის სამაგისტრო საგნმანათლებლო პროგრამა (მისაღები ადგილების რაოდენობა 15, სწავლის საფასური 2500 ლარი)
  • განათლების ადმინისტრირების  სამაგისტრო საგანამანათლებლო პროგრამა (მისაღები ადგილების რაოდენობა 15, სწავლის საფასური 3000 ლარი)

სამაგისტრო პროგრამებზე მიღების წინაპირობებია:

  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
  • საერთო სამაგისტრო გამოცდა
  • ტესტირება ინგლისურ ენაში (აპლიკანტმა უნდა დაადასტუროს B2 დონეზე ინგლისური ენის ფლობა). სტუდენტი უფლებამოსილია ენობრივი კომპეტენციის დონის დასადასტურებლად წარმოადგინოს შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS exam – 5.5,  BEC exam and CELS exam – Vantage,  Cambridge exam – FCE, TOEIC – 785,  TOEFL iBT – 72,   TOEFL ITP – 543,  EnglishScore – 400)
  • გასაუბრება სპეციალობაში

მენეჯმენტის სამაგისტრო საგნმანათლებლო პროგრამაზე მისაღები შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის კრიტერიუმები და შეფასების სქემა იხილეთ ბმულზე

განათლების ადმინისტრირების  სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის კრიტერიუმები და შეფასების სქემა იხილეთ ბმულზე

ინგლისური ენის გამოცდის კრიტერიუმები და შეფასების სქემა იხილეთ ბმულზე

გამოცდები ჩატარდება ორ ნაკადად:

I  ნაკადისთვის გამოცდები ჩატარდება  შემდეგი გრაფიკით (იმ პირებისთვის, ვინც საბუთებს შემოიტანს  14 აგვისტოდან  7 სექტემბრის  ჩათვლით):

უცხო ენის გამოცდა  –  9  სექტემბერი (გამოცდა ჩატარდება “ევროპის   უნივერსიტეტის”   სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის  შესაბამისად) ;

  • უცხო ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება – 11  სექტემბერი;
  • სააპელაციო  განაცხადის წარმოდგენა – 11-12  სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება – 14  სექტემბერი.

გასაუბრება  სპეციალობაში – 16  სექტემბერი;

  • შედეგების გამოცხადება – 17  სექტემბერი;
  • სააპელაციო განაცხადის წარმოდგენა – 17-18 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების  გამოცხადება – 19  სექტემბერი

II  ნაკადისთვის გამოცდები ჩატარდება შემდეგი გრაფიკით (იმ პირებისთვის, ვინც საბუთებს შემოიტანს  9  სექტემბრიდან  –  16  სექტემბრის ჩათვლით):

უცხო ენის გამოცდა  –  17   სექტემბერი (გამოცდა ჩატარდება შპს ევროპის   უნივერსიტეტის   სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის   შესაბამისად) ;

  • უცხო ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება – 19 სექტემბერი
  • სააპელაციო  განაცხადის წარმოდგენა – 19-20 სექტემბერი
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება – 21  სექტემბერი

გასაუბრება სპეციალობაში – 23  სექტემბერი;

  • შედეგების გამოცხადება – 24  სექტემბერი;
  • სააპელაციო განაცხადის წარმოდგენა – 24-25 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების  გამოცხადება – 27 სექტემბერი;

საბოლოო შედეგების გამოცხადება  – 28  სექტემბერი.

რანჟირების დოკუმენტის გამოცემა – 30  სექტემბერი.

ხელშეკრულების გაფორმება  –  30 სექტემბერი-02 ოქტომბერი.

აპლიკანტმა რეგისტრაციისთვის  უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომის და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ;  უცხოეთში მიღებული განათლების  დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში პირი ვალდებულია წარმოადგინოს მიღებული განათლების აღიარების  შესახებ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი
  • ფოტოსურათი 3X4 ერთი ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  • სამხედრო აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ვაჟების შემთხვევაში
  • სამაგისტრო  გამოცდის ჩაბარების  დამადასტურებელი  ბარათი

შენიშვნა:  გასაუბრება სპეციალობაში ჩატარდება Zoom პლატფორმის მეშვეობით (ონლაინ რეჟიმში).

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *