სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

ვეტერინარიის პროგრამის სტუდენტებმა უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის ვორქშოპი ჩაატარეს

“ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის ვორქშოპები ჩაატარეს.

მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის ვორქშოპები ERASMUS+ პროექტის “სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით – VETPRO“ (ERASMUS-EDU-2022-CBHE-STRAND 1-101082479), ფარგლებში ვეტერინარიის დარგის პოპულარიზაციის მიზნით ჩატარდა.

ვორქშოპი მოიცავდა სახალისო ქიმიურ ცდებს, პროფესიული ეთიკის ძირითადი ასპექტების გაცნობას, ექოსკოპიის და ინტუბაციის ტექნიკების შესწავლას.

ვორქშოპის ფარგლებში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ პრაქტიკულ ნაწილში და სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ ლაბორატორიებში მულაჟებზე სხვადასხვა სახის მანიპულაციები თავადაც განახორციელეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *