ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტმობილობის აქტივობის ფარგლებში “ევროპის უნივერსიტეტში” 2024-2025 გაზაფხულის სემესტრისთვის გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი დასრულდა.
კონკურსის შედეგად ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტიდან გამოვლინდა ორი სტუდენტი, რომელთაც საშუალება ექნებათ პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში, სრული დაფინანსებით, ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლონ.
კონკურსის მეორე ეტაპის გამარჯვებულები არიან:
- თეკლე ჩხეიძე – მედიმურჯეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (ხორვატია);
- ლადო მეგრელიძე – ლუბლიანას ბიზნესის სკოლაში (სლოვენია).
აღსანიშნავია, რომ პროექტი სტუდენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება, გახდნენ მეტად კონკურენტუნარიანები შრომით ბაზარზე და წაახალისონ უნივერსიტეტების თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე.
“ევროპის უნივერსიტეტი” მსგავსი შესაძლებლობების შეთავაზებით, უზრუნველყოფს სტუდენტების როგორც აკადემიურ, ასევე პიროვნულ ზრდა-განვითარებას.