12 ნოემბერს, 11:00 საათზე, “ევროპის უნივერსიტეტში“ ვეტერინარიის პროგრამის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია თემაზე “სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის აქტივობები“ გაიმართება.
ლექციას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე გაუძღვება. დამსწრეები შეხვედრის ფარგლებში გაეცნობიან დეპარტამენტის აქტივობებს და თემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აუცილებელ პროცედურებზე მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას.
საჯარო ლექციაზე დასწრება შეუძლიათ თემით დაინტერესებულ სხვა პროგრამის სტუდენტებსაც.
ადგილმდებარეობა: “ევროპის უნივერსიტეტის“ A კორპუსი, აუდიტორია 505.