სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში” “ერაზმუს+” პროექტის “VETPRO” დასკვნით კონფერენცია გაიმართა

11-12 ნოემბერს “ევროპის უნივერსიტეტმა” ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“, VETPRO, ERASMUS-EDU-2022-CBHE-STRAND 1-101082479 პროექტის დასკვნით კონფერენციას  უმასპინძლა.

პროექტში კონსორციუმის ხუთივე ინსტიტუციის წარმომადგენელი მონაწილეობდა:

  • “ევროპის უნივერსიტეტი”
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ესტონეთის სიცოცხლისშემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ტარტუ)
  • ლატვიის სიცოცხლისშემსწავლელ მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (ელგავა)

უნივერსიტეტის რექტორებმა, სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების დეკანებმა და Erasmus+ საქართველოს ოფისის კოორდინატორმა მარიამ სულაშვილმა პროექტის ინსტიტუციურ მნიშვნელობასა და შედეგებზე ისაუბრეს.

პროექტის კოორდინატორმა გვანცა ჯიჩოშვილმა, პროექტის მენეჯერებმა გურანდა მოდებაძემ (სჯსუ) და ნათია წიფურიამ (ზსუ), პროექტის მკვლევრებმა – პროფესორმა ტომას ტიირატსმა (EMU) და პროფესორმა კასპარს კოვალენკომ (LLU) კონფერენციაზე დასრულებული პროექტის ანგარიშები წარმოადგინეს.

დასკვნით კონფერენციაში, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო და ვეტერინარიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი აკადემიური, მოწვეული პერსონალი, მკვლევრები და დოქტორანტებიც მონაწილეობდნენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *