“ევროპის უნივერსიტეტის” საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და მარკეტინგის სამსახურის სპეციალისტი ბექა გელდიაშვილი “ერაზმუს+” საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, საფრანგეთში, IGENSIA Groupe-ში იმყოფებოდა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბექა გელდიაშვილი შეხვდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და აკადემიურ პერსონალს. შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები და სამომავლო პერსპექტივები.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვანია როგორც აკადემიური პერსონალის უნარებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის, ასევე ინოვაციების ხელშეწყობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისთვის.
გლობალურ აკადემიურ საზოგადოებასთან დაახლოებით, გაძლიერებული საგანმანათლებლო გამოცდილებისა და ფართო კულტურული პერსპექტივების მეშვეობით, “ევროპის უნივერსიტეტი” ჰორიზონტის გაფართოებას აგრძელებს.