ერაზმუს+ შერეული ინტენსიური პროგრამის (Blended Intensive Program) აქტივობის ფარგლებში „ევროპის უნივერსიტეტის“ ბიზნესის ადმინისტრირების და ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის გამოცხადდა კონკურსი “ენას კორეს უნივერსიტეტში” (ენა, იტალია) სრულად დაფინანსებული ერთკვირიანი ტრენინგის ტიპის მობილობის მიზნით.
ტრენინგები მოიცავს ლექციათა სერიებს თემაზე: „ინოვაციური გზები მდგრადი მომავლისკენ”, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას მდგრადი განვითარების გამოწვევების დასაძლევად.
პროგრამა შედგება როგორც დისტანციური (ონლაინ), ასევე ფიზიკური მობილობის კომპონენტებისგან.
დისტანციური ნაწილი (28 აპრილი – 3 მაისი, 2025): კურსის ონლაინ ნაწილი ორიენტირებული იქნება თეორიულ საფუძვლებზე და მდგრადობასთან დაკავშირებული ძირითადი კონცეფციების გაცნობაზე.
ფიზიკური მობილობა: პირისპირ კომპონენტი (5 მაისი – 9 მაისი, 2025): პროგრამის მეორე ნაწილი ჩატარდება ფიზიკურ გარემოში, სადაც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული თეორიული ცოდნა ინტენსიური, ჯგუფური აქტივობების გზით.
ადგილების რაოდენობა ბიზნესის და ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის: 2
ადგილების რაოდენობა სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამებისთვის: 3
სტიპენდიის საერთო ოდენობა: 948 ევრო
კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი წინაპირობები:
- კონკურსის პერიოდში კანდიდატი უნდა იყოს ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის, სამართლის ან საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი და უნდა გააჩნდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი ევროპის უნივერსიტეტში.
- კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას B2 დონეზე (შემოწმდება ინგლისურენოვანი გასაუბრების ეტაპზე.)
- კანდიდატი უნდა მიეკუთვნებოდეს მოწყვლად ჯგუფს: (ა) სოციალურად დაუცველი პირი; ბ) იძულებით გადაადგილებული პირი გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი; დ) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი; ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი; ვ) საზღვრისპირა ტერიტორიაზე მცხოვრები პირი; ზ) ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის დაღუპულ პირთა ოჯახის წევრი)
შერჩევის მეორე ეტაპი მოიცავს გასაუბრებას ინგლისურ ენაზე, რომელიც ჩატარდება კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედიან:
- ფაკულტეტის დეკანი
- პროგრამის ხელმძღვანელი
- საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
კანდიდატები დეტალურ ინფორმაციას გასაუბრებასთან დაკავშირებით მიიღებენ ევროპის უნივერსიტეტის პერსონალურ ელ-ფოსტაზე.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ რეგისტრაციის ფორმა 10 იანვრამდე:
https://forms.gle/1qYWDjMt153FGUHm6
რეგისტრაციის ფორმაში კანდიდატმა უნდა ატვირთოს ელექტრონული ვერსია პირადობის მოწმობის/პასპორტის, CV-ის, მოწყვლადის სტატუსის დამადასტურებელი საბუთ და, არსებობის შემთხვევაში, ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის.