2024 წლის 10 დეკემბერს სსიპ ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის ორგანიზებით ახალგაზრდა კავკასიოლოგთა I სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაში “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტებმა – ლიზი ზარიძემ, ლაშა-გიორგი თურქიაშვილმა, ლიზი გიორგაძე და მარიამ ტერტერაშვილმა მიიღეს მონაწილეობა.
კონფერენცია მიზნად ისახავდა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში დამწყები მკვლევრების ჩართულობის უზრუნველყოფას და ასევე, ახალგაზრდა მკვლევართა შორის თანამშრომლობის კულტურის დანერგვას და ხელშეწყობას.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა.
“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტების მოხსენებებმა აუდიტორიის დადებითი შეფასება დაიმსახურა.