საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორმა გლაზგოში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

“ევროპის უნივერსიტეტის” აფილირებული პროფესორი, მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ხელმძღვანელი თინათინ გოგნაძე, სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) კონფერენციას დაესწრო.

კონფერენცია 27-30 აგვისტოს ბრიტანეთში, ქალაქ გლაზგოში, გაიმართა.

კონფერენციაზე მთელი მსოფლიოდან შეკრებილმა მედიცინის სფეროს საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებმა, სამედიცინო განათლებაში უახლესი მიღწევები, სწავლა-სწავლების და შეფასებების თანამედროვე მეთოდები განიხილეს.

ამასთან, ჩატარდა ვორკშოპები და საკომუნიკაციო შეხვედრები, სადაც კოლეგებმა ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს.

“ევროპის უნივერსიტეტი“ საერთაშორისო კონფერენციებში რეგულარულად მონაწილეობს და სხვადასხვა ქვეყნებში სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაზე აქტიურად მუშაობს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *